Coldplay-მ სიმღერების სია გაზეთში გამოაქვეყნა

188

ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay-მ ახალი ალბომის სიმღერების სია ადგილობრივ გაზეთში, რეკლამის ადგილას დაბეჭდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაზეთ Daily Post-ში საყოფაცხოვრებო ნივთების, მაცივრის, თივისა და დივნის რეკლამების გარდა, მკითხველი Coldplay-ს სიმღერების სიასაც გაეცნობა.

Coldplay 21-ე საუკუნის მოთხოვნადი ბრიტანული ჯგუფია, რომლის ალბომებიც 2000 წლის შემდეგ, 20 ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორისაა.