მიკ ჯაგერი ოპერაციის შემდეგ ცეკვავს

768

Rollin Stones–ის სოლისტმა, მიკ ჯაგერმა ერთი თვის წინ გულის სარქველის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ახლა ყველას დაუმტკიცა, რომ თავს კარგად გრძნობს.

თავის Instagram–ზე მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ცეკვავს.

2019 წლის მარტის ბოლოს ჯგუფის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათ აშშ–სა და კანადაში დაგეგმილი ტურნეს გადადება მოუწიათ. აპრილის დასაწყისში კი მუსიკოსს ოპერაცია ჩაუტარდა.

“მძულს, როდესაც ჩემს მსმენელებს იმედებს ვუცრუვებ. ძალიან ვწუხვარ, რომ ტურის გადადება მოგვიწია”, – განაცხადა ჯაგერმა.