ლედი გაგა სცენიდან გადავარდა

160

მომღერალი ლედი გაგა სცენიდან გადავარდა. ამის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.

ვიდეოდან ჩანს, რომ კონცერტის მსვლელობისას მომღერალი გულშემატკივართან იყო ჩახუტებული, როცა კაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ორივე სცენიდან გადმოვარდნენ.

აღსანიშნავია, რომ პოპ-ვარსკვალავი მძიმე ვარდნის მიუხედავად, სცენას მალევე დაუბრუნდა.