ლადო ათანელის საღამო ოპერის თეატრში გაიმართება

244

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ცნობილი ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის საღამო – „30 წელი მსოფლიო საოპერო სცენებზე“ გაიმართება.

საღამოზე მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე, ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე, შალვა მუქერია, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი იქნება.

რაც შეეხება პროგრამას, შესრულდება ჯუზეპე ვერდი. IV მოქმედება ოპერიდან “რიგოლეტო” და I მოქმედება ოპერიდან “მაკბეტი”.

ლადო ათანელის საღამო, ოპერისა და ბალეტის თეატრში 30 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება.