წლის საუკეთესო ფოტოების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

553

წლის საუკეთესო ფოტოების კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ის ჩინელი ფოტოგრაფი იუნცინ ბაოა. ინფორმაციას National Geographic ავრცელებს.

მის მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია, ტიბეტური მელიის თავდასხმა ვირზაზუნაზე, რომელიც ზამთრის ძილის შემდეგ, მიწის ზედაპირზე ამოვიდა. მტაცებელმა კი თავი მოიკატუნა, თითქოს ვირზაზუნას ვერ ხედავდა, მაგრამ მოულოდნელად მას თავს დაესხა. სწორედ ამ მომენტის აღბეჭდისთვის მიიღო მან ჯილდო.

ფოტოგრაფის ინფორმაციით, ვირზაზუნა მელიას ვერ გაექცა. „ეს ბუნებაა“, – თქვა ბაომ.