ელტონ ჯონი „მეფე ლომის“ საუნდტრეკს აკრიტიკებს

408

მულტფილმ „მეფე ლომის“ მუსიკის ავტორი ელტონ ჯონი, რემეიკის საუნდტრეკს აკრიტიკებს. მუსიკოსის განცხადებით, მას სურდა Disney-სთან ერთად ახალ ვერსიაზე მუშაობა, თუმცა მას აგრძნობინეს, რომ ამის საჭიროება არაა.

„მეფე ლომის ახალი ვერის ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო. მგონი მუსიკას რაღაც სჭირდა. ორიგინალში მუსიკას ძალიან დიდი როლი ჰქონდა, ხოლო ამ ფილმში მან ემოცია ვერ გამოიწვია. ჯადოქრობა და სიხარული გაქრა“, – განმარტლა ელტონ ჯონმა.