ჰიტმა „Sweet Child O’ Mine“ YouTube-ზე რეკორდი დაამყარა

215

ჯგუფ Guns N Roses-ის ცნობილმა ჰიტმა „Sweet Child O’ Mine“ YouTube-ზე რეკორდი დაამყარა. გამოცემა Variety-ის ცნობით 80-იანი წლების ჰიტს მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური რეკორდი ჯგუფმა 90-იანი წლების მუსიკალურ ვიდეორგოლებს შორისაც მოხსნა. მათმა ლეგენდარულმა სიმღერამ „November Rain“, იმ დროს  მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.