გავლენიანი უცხოური გამოცემები საქართველოზე ვრცელ სტატიებს მოამზადებენ

302

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort -ის  ჟურნალისტები საქართველოში, სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში, ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.

ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს, როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მასშტაბით.