ელტონ ჯონის ძმამ, ჯონ ჯეფ დუაითმა პოპ–ვარსკვლავი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ახალ ავტობიოგრაფიაში მათი მამა, სტენლი დუაითი დემონიზირებულია.
„არ მახსოვს ის ემს კონცერტზე მოსულიყო ან მუსიკაზე ჩემთან ესაუბრა“, – წერს ელტონ ჯონი.
ჯეფმა საპასუხოდ განაცხადა, რომ დედასთან და მამასთან ერთად ხშირად ესწრებოდა კონცერტებს ლივერპულში.
„მან ან მეხსიერება დაკარგა, ან მართლაც ფიქრობს, რომ მამას არ უნახავს ის სცენაზე“, – განმარტავს ჯონი.
სტენლი დუაითი დას ელტონ ჯონის დედა, შეილა ერთმანეთს 1962 წელს დაშორდნენ. სტენლის მეორე ქორწინებაში კიდევ ოთხი შვილი ეყოლა.