პოლ მაკ–კარტნიმ თავისი მეუღლის ნამუშევრები გლაზგოს მუზეუმს გადასცა

884

პოლ მაკ–კარტნიმ თავისი მეუღლის, ლინდას მიერ გადაღებული 14 ფოტოსურათი გლაზგოს მუზეუმს გადასცა. საუბარია სურათებზე, რომელზეც აღბეჭდილები არიან ჯიმი ჰენდრიქსი და მიკ ჯაგერი. ახლა მათი ხილვა ლინდა მაკ–კარტნის გამოფენაზეა შესაძლებელი, რომელიც კელვინგროუვის მუზეუმში, გლაზგოში იმართება.