მსახიობი რობერტ ფორსტერი გარდაიცვალა

152

მსახიობი რობერტ ფორსტერი 78 წლის ასაკში ლოს–ანჯელესში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადება გახდა.

ფორსტერი თამაშობდა ისეთ ფილმებში როგორებიცაა, „ჯეკი ბრაუნი“, „მალჰოლანდ დრაივი“ და სერიალი „Breaking Bad“.