პრინცი ჰარისა და ედ შირანის ერთობლივი ვიდეო მიმართვა გავრცელდა

220

გონებრივი ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთნ დაკავშირებით, პრინცმა ჰარიმ და მომღერალმა ედ შირანმა ერთობლივი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეო სასექსის სამეფო ოჯახის ოფიციალურ Instagram-გვერდზე გამოქვეყნდა.

ვიდეოში ჰარი ამბობს, რომ  ამ საკიხზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ის და შირანი საზოგადოებას, მოუწოდებენ: „იზრუნონ მათზე ვინ შეიძლება, ჩუმად იტანჯებოდეს“.

გარდა ამისა, მომღერალმა  წითურებთან დაკავშირებულ სტიგმაზე გაამახვილა ყურადღება. სწორედ ამ თემაზე ედ შირანი ახალ სიმღერას წერს.

„ადამიანებმა არ იციან რას ნიშნავს, იყო ჩვენნაირი. დროა ავდგეთ და ვთქვათ, რომ ამას აღარ მოვითმენთ. ჩვენ წითურები ვართ და ჩვენ ვიბრძოლებთ”, – ამბობს ედ შირანი.