ედ შირანი და პრინცი ჰარი ერთობლივ ვიდეოს ავრცელებენ

294

ედ შირანმა Instagram–ში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პრინც ჰარისთან ერთად კლიპის გადაღების გეგმებზე საუბრობს. შემდეგ კადრებში შირანი და სასექსის ჰერცოგი უკვე ერთობლივ პროექტს განიხილავენ.

„ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არსებობს უამრავი ჩვენნაირი ადამიანი! მოგვბეზრდა ხუმრობები და კომენტარები. ვგრძნობ, მოვიდა დრო ავდგეთ და ვთქვათ: „ამას აღარ მოვითმენთ! ჩვენ ჟღალები ვართ და ვიბრძოლებთ!“, – აცხადებს მუსიკოსი.