GERA–ს მხარდაჭერით კონსერვატორიაში „ქეთო და კოტე“ დაიდგმება

419

თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში „ქეთო და კოტეს“ პრემიერისთვის საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციიის მხარდაჭერით ემზადებიან. როგორც Allart.ge-ს საოპერო სტუდიაში განუმარტეს, სახელმწიფო კონსერვატორიის დაფუძნების დღიდან ვიქტორ დოლიძის ეს ოპერა პირველად იდგმება.

ოპერაში მონაწილეობას კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ბაკალავრიატის III-IV და მაგისტრატურის I-II კურსის სტუდენტები მიიღებენ.სპექტაკლის დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძეა, მხატვარი ნეიკო ნეიძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი ლელა გვარიშვილი.

„GERA ძალიან დაგვეხმარა, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევიძინეთ ახალი დეკორაციები, კოსტუმები და რეკვიზიტი. ეს სტუდენტური სპექტაკლია და აღსანიშნავია, რომ წელს ამ შესანიშნავ ოპერას 100 წელი უსრულდება“, – განმარტეს კონსერვატორიაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი პროექტის ხელშეწყობა. როდესაც სახელმწიფო კონსერვატორიამ მოგვმართა, უმალ მოვახდინეთ რეაგირება და უნდა აღინიშნოს, რომ მომავალში GERA მსგავს ღონისძიებებს აქტიურად დაუჭერს მხარს,” – განაცხადა საქართველოს საავტორო უფლებადამცველთა ასოციაციის საქველმოქმედო პროექტების ხელმღვანელმა ელიჩკა ნადარეიშვილმა.

სპექტაკლის პრემიერა 2019 წლის ნოემბერის ბოლოს გაიმართება.

IMG-8068
IMG-8069
IMG-8081
IMG-8083
IMG-8103
IMG-8107
IMG-8110
IMG-8131
IMG-8145
IMG-8156