„ანატომიური უცნაურობანი“ გოგა ჯაფარიძის გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს

35

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გოგა ჯაფარიძის გამოფენას „ანატომიური უცნაურობანი“.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქაღალდის პანოები, გადაუჭიმავი მასშტაბური ტილოები (ე.წ. ზეწრები), ინსტალაციები და ვიდეოარტი. გამოყენებულია შოლკოგრაფიული-სტენსილის ტექნიკა, შერეული ტექნიკა: აკრილი, აეროზოლი, სანთელი, ტილო, ბადე, რკინა, ხე და სპეციფიური განათება.

გამოფენა 15 ოქტომბერს 18:00 საათძე გაიხსნება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!