პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი

37

ჯესიკა ნაბონგო პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დეტროიტში დაბადებული ჯესიკა, გაეროს თანამშრომელია. მან 2016 წლიდან დაიწყო მსოფლიოში მოგზაურობა. ის ჯამში 193 ქვეყანაში იმყოფებოდა. მან მსოფლიოს შემოვლა 6 ოქტომბერს დაასრულა.