კურტ კობეინის მწვანე კარდიგანი აუქციონზე უკვე მეორედ გავა. აუქციონის ორგანიზატორების მტკიცებით, კობეინს აღნიშნული კარდიგანი MTV-ს ეთერში ეცვა და მას შემდეგ ის არავის გაურეცხავს.
„უნდა აღინიშნოს, რომ კარდიგანი არ გაგვირეცხავს, მასზე კვლავ შეიმჩნევა ლაქები“, – განაცხადა აუქციონ Julien’s-ის წარმომადგენელმა დარენ ჯულიენმა.
კარდიგანი 2019 წლის 25 ოქტომბერს გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 200 ათასი დოლარია.