ჯარედ ლეტოს მეჯლისზე თავი მოპარეს

142

მსახიობმა და მუსიკოსმა ჯარედ ლეტომ საკუთარი თავის მულაჟი დაკარგა. მსახიობმა ამ მულაჟით წლევანდელ Met Gala-ზე დიდი ეფექტი მოახდინა. ამის შესახებ ლეტომ GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ლეტო ვარაუდობს, რომ მეჯლისის შემდეგ მულაჟი მოიპარეს. 30 Seconds to Mars-ის ლიდერმა მულაჟის მპოვნელს, Gucci-ს უახლოეს მაღაზიაში მიტანა და „ჭუჭყიან კედებზე“ გადაცვლა შესთავაზა.

ცნობისთვის, 13 აგვისტოს ჯარედ ლეტომ თავის ჯგუფ 30 Seconds To Mars-თან ერთად კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.