ხოაკინ ფენიქსი: „ჯოკერის“ პერსონაჟს განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვს

30

„არასოდეს მეგონა, რომ „ჯოკერის“ როლი ჩემთვის საოცნებო როლი იქნებოდა, ახლა კი მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. ჩვენი ნება რომ იყოს, გადაღებებს არ შევწყვეტდით. ასე რომ ამ პერსონაჟს განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვს“, – ამის შესახებ ხოაკინ ფენიქსმა გადაცემაში „პოპკორნი პიტერ ტრევერსთან“ განაცხადა.

ცნობისთვის, ფილმის გამოსვლიდან  აშშ-ში, პირველივე უქმეებზე 93,5 მილიონი დოლარი მიიღო და ოქტომბერში გამოსულ ფილმებს შორის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

საერთაშორისო გაქირავებაში „ჯოკერმა“ 140,5 მილიონი დოლარი მიიღო. ფილმი 73 ქვეყნის 22 500 კინოთეატრში აჩვენეს.