იაპონური ბამბუკის ფლეიტის ვირტუოზი შემსრულებელი საქართველოში კონცერტს გამართვას

37

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, იაპონური ბამბუკის ფლეიტის ვირტუოზი შემსრულებელი იოსუკე ირიე კონცერტს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მან დიდი წარმატებით  ჩაატარა კონცერტები ვატიკანში, რომის პაპის წინაშე, ვაშინგტონში, თეთრ სახლში პრეზიდენტის მიღებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ საკონცერტო დარბაზში, სამეფო და სხვა მაღალი რანგის ღონისძიებებზე.

14 ოქტობერს, 15:00 საათზე იგი მსმენელის წინაშე  მცხეთაში ცენტრალურ მოედანზე წარსდგება.