ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელის ხსოვნას კონცერტს მიუძღვნის

32

ქართველი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელის ხსოვნას კონცერტს მიუძღვნის. ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.

„მეგრობებო, წასვლამდე ერთ კონცერტსაც მოვასწრებ – რომელიც მიეძღვნება ბატონ გია ყანჩელს. საღამოზე შესრულდება, მხოლოდ ბატონი გიას ცნობილი კომპოზიციები, სპეციალურ სტუმრებთან ერთად. გელოდებით, დიდი მაესტრო მუსიკალურად გავაცილოთ. 10 ოქტომბერს – რესპუბლიკაში 8 საათზე“, – წერს ბექა გოჩიაშვილი.