საავტორო უფლებების დარღვევისთვის ჯენიფერ ლოპესს სასამართლოში უჩივლეს

54

მომღერალ ჯენიფერ ლოპესს საავტორო უფლებების დარღვევისთვის, სააგენტო Splash News and Picture-მა სასამართლოში უჩივლა.

სასამართლო დავის დაწყების მიზეზი, მომღერლის მიერ, საკუთარი ფოტოს უნებართვოდ გასაჯაროება გახდა, რომელიც აღნიშნულმა სააგენტომ გადაუღო. კომპანია ზარალის ასანაზღაურებლად 150 000 დოლარს ითხოვს.

ლოპესმა საკუთარი და მისივე საქმროს, ალექს როდრიგესის საერთო ფოტო instagram-ზე გამოაქვეყნა. მას ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.