რობერტ პატინსონი “ოსკარზე” მამაკაცის საუეკთესო როლის ჯილდოსთვის იბრძოლებს

33

„ოსკარის” დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონიაზე, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება მსახიობი რობერტ პატინსონი, მამაკაცის საუეკთესო როლის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ინფორმაციას გამოცემა NME ავრცელებს.

პატინსონი “ოსკარზე” რეჟისორ რობერტ ეგერსის ფილმში შესრულებული როლისთვის წარადგინეს. საშინელებათა ჟანრის ფილმი, სახელწოდებით “შუქურა”, ეგერსის მეორე ნამუშევარია.

ფილმში მსახიობი უილიამ დეფოც მონაწილეობს. ორივე გმირი უსაქმურობისა და მარტოობისგან სიგიჟის ზღვარზეა. უამინდობა, ალკოჰოლი და საშინელი მოგონებები მათ მეგობრობას ნელ-ნელა სიძულვილად აქცევს.