რობერტ დაუნი უმცროსი სკორსეზეს პასუხობს

31

რობერტ დაუნის უმცროსი რეჟისორ მარტინ სკორსეზეს პასუხობს.

„ვაფასებ ცნობილი რეჟისორის მოსაზრებას, მაგრამ Marvel–ის სამყაროს მრავალთავიან ჰიდრად აღვიქვამ. პირადად მე შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ თავს სკორსეზეს განცხადების გამო, მაგრამ ვთვლი, რომ მისი სიტყვები აზრს მოკლებულია. დარწმუნებული ვარ, არც ეჭვიანობაშია საქმე, ეს ხომ მარტინ სკორსეზეა“, – განმარტავს მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ მარტინ სკორსეზემ Marvel-ის სტუდიის ფილმები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ეს კინო არაა“.