ფრედი მერკური: „ვერ შევიყვარებდი კაცს ისევე როგორც მერის“

54

ჯგუფ Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი
Freddie Mercury: A Life, In His Own Words–სი მუსიკოსის სასიყვარულო ურთიერობებზე გვიამბობს.

„შესაძლოა სექსუალური გემოვნება მრავალფეროვანი მქონდა, ისევე როგორც ხალხის უმეტესობას, ვაღიარებ ამას“, – წერია წიგნში.

ასევე, წიგნში აღნიშნულია, რომ მერკური არ უარჰყოფდა, რომ ძირითადად მამაკაცებს ხვდებოდა. თუმცა, მისივე განმარტებით, თუ საუბარი სიყვარულს ეხებოდა, ის მუდამ მერი ოსტინზე ფიქრობდა.

„ჩემი და მერის ურთიერთობა ცრემლებით დასრულდა, მაგრამ ამ ყველაფრისგან ღრმა კავშირი მივიღეთ. ვერასოდეს შევიყვარებდი მამაკაცს ისე, როგორც მერის“, – იხსენებდა მერკური.