ტანსაცმელი, ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები, ჯილდოები და ფირების კოლექცია, პირსინგის საყურე, კლიკერი, საწოლი, მეტალის ურჩხულის ფიგურებით, მოტოციკლის აღჭურვილობა და სხვა, ეს ინგლისური ელექტრონული ჯგუფის, The Prodigy-ის ვარსკვლავის, კით ფლინტის პირადი ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ლონდონის აუქციონზე 7 ნოემბერს გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აუქციონიდან შემოსული თანხით კი მუსიკოსის სესხები დაიფარება.