11 ოქტომბერს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნება

38

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის საქმიანობა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოებთან ერთად, წერილობითი დოკუმენტების ორიგინალები, ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები იქნება წარმოდგენილი.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისევე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საარქივო ფონდებში, ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ დაცული მასალა, საზოგადოებისათვის გამოფენის ფორმატში პირველად იქნება წარდგენილი.

გამოფენა 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.