გიორგი კეკელიძე: წინ მართლა დიდი ამბავი გველის

44

იუნესკოს გადაწყვეტილებით 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ეხმიანება.

„გილოცავთ! იუნესკოს გადაწყვეტილებით 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. მცირე წვლილი ამ საქმეში ეროვნულ ბიბლიოთეკასაც აქვს და სამომავლოდაც ექნება. საგანგებო მადლობა ეკუთვნის თავდაუზოგავი შრომისთვის ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ნინია მაჭარაშვილს. წინ მართლა დიდი ამბავი გველის და თბილისი და ქართული ლიტერატურა ამ ამბავს იმსახურებდა“, – წერს გიორგი კეკელიძე.