9 ოქტომბერს თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

59

9 ოქტომბერს „შემოდგომის თბილისი 2019“-ის ფარგლებში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ვახტანგ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.

კონცერტზე შესრულდება ს,რახმანინოვი – კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის N 3 და ს.რახმანინოვი – სიმფონია N 2. დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი კი ჰიაოუ ჟანგი იქნება.

თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.