ხოაკინ ფენიქსი, რომელიც ფილმში „ჯოკერი“ მთავრ როლს ასრულებს, ლოს-ანჟელესში ფილმის ჩვენებაზე მოულოდნელად გამოჩნდა. რითაც მან თაყვანისმცემლები გაახარა. ვიდეოს BBC აქვეყნებს.
მსახიობმა ფილმის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მაყურებლებთან ერთად ფოტოები გადაიღო.
ცნობისთის, ფილმმა აშშ-ში, გამოსვლიდან პირველივე შაბათ-კვირას 93,5 მილიონი დოლარი მიიღო და ოქტომბერში გამოსულ ფილმებს შორის, ყველა დროის რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო გაქირავებაში „ჯოკერმა“ 140,5 მილიონი დოლარი მიიღო.