არიანა გრანდე Givenchy-ს სახე გახდა

357

არიანა გრანდე Givenchy-ს ელჩად გამოაცხადეს. განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ბრენდის ინსტაგრამ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გოგონას სილუეტი ძალიან ჰგავს არიანა გრანდეს.

„ვამაყობ, რომ Givenchy-ს სახე გავხდი. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბრენდით და ჩემთვის დიდი პატივია ამ ოჯახის წევრობა,“ – განაცხადა გრანდემ.