საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლი გამოქვეყნდა

456

საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, გიორგი როსტიაშილის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლი გამოქვეყნდა.

სიმღერა სახელწოდებით „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need a Love), დავით ევგენიძეს ეკუთვნის. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია.

გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს.