როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დრამერი ჯინჯერ ბეიკერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია პიტერ ედვარდ ბეიკერი, გარდაიცვალა. ის 80 წლის იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მან პოპულარობა მოიპოვა, ჯგუფ Graham Bond Organisation-ის წევრობით, სადაც ბასისტ ჯეკ ბრიუსთან ერთად უკრავდა. სწორედ ამ ორის და ერიკ კლაპტონთან თანამშრომლობის შედეგად, სამივენი ჯგუფ Cream-ის სახელით ძალიან ცნობილები გახდნენ.