„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება

984

„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება.  27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი დაუკრავს.  

მუსიკალურ საღამოზე შეასრულებენ ა.ვივალდის, ე.გრიგის, მ.ბრუხის, ქ.პენდერეცკისა და ვ.კახიძის ნაწარმოებებს, რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე, სოლისტი კი სიმონიდე ბრაკონი იქნება.

კომცერტი 3 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება.