პლასიდო დომინგო ლოს–ანჯელესის ოპერის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

62

ესპანელმა ტენორმა პლასიდო დომინგომ ლოს–ანჯელესის ოპერის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

„ლოს–ანჯელესის ოპერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვთვლი, რომ მისი შექმნისთვისა და განვითარებისთვის გაწეული შრომა ჩემი ყველაზე დიდი ნამუშევარია. თუმცა, პრესაში ჩემს წინააღმდეგ ბრალდებებმა შექმნა სიტუაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჩემს რეპუტაციას“, – განმარტავს დომინგო.

შეგახსენებთმ რომ პლასიდო დომინგო ცხრა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში.