„პუანტილისტური გარემო”- რეზო მირიანაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

69

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმში 4-11 ოქტომბრმადე წარმოდგენილი იქნება, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის რეზო მირიანაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „პუანტილისტური გარემო”. 

რეზო მირიანაშვილის გრაფიკული ნამუშევრები, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში იქმნებოდა – ეს საქართველოში პუანტილისტური ტექნიკით შესრულებული პირველი ნამუშევრებია, ერთგვარი პიქსელური ხელოვნებაა.

გამოფენა 4 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიხსნება.