საქართველო ევროვიზიის ფინალში ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა

190

საქართველოს წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე ევროვიზიას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ფინალურ ეტაპზე, ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, ბერძენი, კვიპროსელი, ბელარუსი, სერბი, ესტონელი, ჩეხი, ავსტრალიელი, ისლანდიელი, სანმარინოელი და სლოვენიელი არტისტები გადავიდნენ.

საქართველომ ფინალში გასვლა ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო. კონკურსს ნახევარფინალიდან 2017 წელს თამარა გაჩეჩილაძე, 2018-ში კი ჯგუფი “ირიაო” გამოეთიშა.

წლევანდელ ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად ანტისაოკუპაციო კომპოზიციით “სულ წინ იარე” წარდგა.