„ჰარი პოტერის“ პროდიუსერები პეპი გრძელიწინდის შესახებ ფილმს გადაიღებენ

44

კინოკომპანიები Studiocanal და Heyday Films–ი, რომლებიც დათვ პადინგტონისა და ჰარი პოტერის შესახებ ფილმების შექმნის დროს თანამშრომლობდნენ, ამჯერად პეპი გრძელიწინდის შესახებ სრულმეტრაჟიან ეკარნიზაციას გადაიღებენ.

“დარწმუნებულები ვართ, რომ დევიდ ჰეიმანი და Studiocanal-ი შეძლებენ პეპის შესახებ ისეთი ფილმის გადაღებას, რომელშიც ჩემი ბებიის ნამუშევარს სრულად წარმოაჩენენ”, – განაცხადა ასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილმა, ნილს ნაიმანმა.