ბიონსეს მამას კაცებისთვის იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

85

მომღერალ ბიონსეს მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ექიმებმა 67 წლის მეთიუ ნოულისს კაცებისთვის იშვიათი დაავადება, ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ნოულისმა ამის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა ამერიკა”-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

მიუხედავად იმისა, რომ კაცებში რძის გამომუშავება არ ხდება, კაცის ძუძუს უჯრედებსა და ქსოვილებში მაინც შეიძლება განვითარდეს კიბო. თუმცა კაცის ძუძუს კიბო, იშვიათი შემთხვევაა და დაავადების მაჩვენებელი კაცებში 1%-ზე ნაკლებია – 1000 კაციდან ძუძუს კიბო ერთს უდგინდება.