MTV-მ ნომინანტთა სია გამოაქვეყნა

735

MTV-მ Europe Music Awards 2019-ის ნომინანტები დაასახელა. ინფორმაცია ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ცნობით, ყველაზე მეტ ნომინაციაში მომღერლები არიანა გრანდე, ბილი აილიში და შონ მენდესი არიან წარდგენილები. კერძოდ, არიანა გრანდე 7, ხოლო აილიში და მენდესი 6 კატგორიაში.

MTV Europe Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 3 ნოემბერს ჩატარდება.