„ექსპო 1919 – 2019“

676

1919 წლის 4 მაისს ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ, თბილისში, დიდების ტაძარში, /სურათების ეროვნული გალერეა/, “ქართველ მხატვართა სურათების გამოფენა” მოაწყო. ეს იყო პირველი მასშტაბური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდა 15 მხატვარი და 278 ნამუშევარი, მათ შორის, ერთი წლით ადრე გარდაცვლილი ნიკო ფიროსმანის 8 ნახატი.

ბაია გალერეაში მიმდინარეობს „ექსპო 1919 – 2019“, რომელიც 1919 წლის გამოფენის 100 წლისთავს ეძღვნება. წარმოდგენილია: XX ს. 20–30-იანი წლების მოდერნი და ავანგარდი, 40–50-იანი წლების სოცრეალიზმი, 60–70-იანი წლების აბსტრაქციონიზმი და ნონკონფორმიზმი, 80-იანი 90-იანი წლების პოსტმოდერნი და XXI ს. – თანამედროვე მხატვრობა კერძო კოლექციებიდან; მხატვრები, რომლებმაც 100 წლის მანძილზე, ქართული ხელოვნების განვითარების სხვადასხვა მიმართულებები შექმნეს.

გამოფენაზე იხილავთ შემდეგი მხატვრების ნამუშევრებს:

ლადო გუდიაშვილი

დავით კაკაბაძე

ელენე ახვლედიანი

მოსე თოიძე

ირაკლი თოიძე

შალვა ქიქოძე

ვალერიან სიდამონ –

ერისთავი

კირილე ზდანევიჩი

პეტრე ოცხელი

სერგო ქობულაძე

კორნელი სანაძე

ვასილ შუხაევი

ნიკა ყაზბეგი

ვერა ფაღავა

ემა ლალაევა – ედიბერიძე

ალექსანდრე ბანძელაძე

გურამ ხიტა ქუთათელაძე

ჯიბსონ ხუნდაძე

ოთარ ჩხარტიშვილი

ირაკლი ფარჯიანი

მერაბ აბრამიშვილი

კოტე სულაბერიძე

თენგიზ მარი

ზაზა ბერძენიშვილი