ყველაზე ცნობილი მოპარული ნახატები

2112

მსოფლიოში ყოველდღიურად იპარავენ სახვითი თუ სხვა ხელოვნების ნიმუშებს, რითაც საგრძნობი ზიანი ადგებათ კერძო კოლექციონერებს თუ დიდ გალერეებს.

ლეონარდო და ვინჩი – მონა ლიზა

507px-Mona-Lisa

1911 წლის 21 აგვისტოს სამი იტალიელი ქურდი ლუვრში ღამით შეიპარა. ერთ–ერთმა მათგანმა ნახატის ფლორენციაში გაყიდვა განიზრახა, თუმცა მყიდველმა ყველაფერი თავად შეატყობინა სამართალდამცველებს.

მონა ლიზა ლუვრში 28 თვის შემდეგ დაბრუნდა.

პაბლო პიკასო – მტრედი და მწვანე ბარდა

Picasso-Le-pigeon-aux-petits-pois-1911

 ეს ნახატი 2010 წელს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს. სამწუხაროდ, როდესაც ქურდი დააკავეს, მან განაცხადა, რომ აღნიშნული ნახატი გაანადგურა.

პაბლო პიკასო – არლეკინის თავი

AN10486011-Dutch-police-hand

როტერდამის ხელოვნების მუზეუმი 2012 წლის ოქტომბერში გაქურდეს. როდესაც ქურდები დაიჭირეს, ერთ–ერთის დედას შეეშინდა და ხელოვნების მოპარული ნიმუშები მიწაში დამარხა. თუმცა, მოგვიანებით მან ისინი დაწვა.

იან ვან ეიკი – The Just Judges

220px-Ghent-Altarpiece-E-Just-Judges-by-Vanderveken

ექსპერტთა აზრით ამ მასიურ ნახატზე შვიდი სხვადასხვა ფიგურის პორტრეტია გამოსახული, მათ შორის იან ვან ეიკისაც. თუმცა ის, ბელგიის საკათედრო ტაძრიდან 1934 წლის 10 აპრილს მოიპარეს, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.

რაფაელი – ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი

Raphael-missing

ის რაფაელმა 1513–1514 წლებში შექმნა. ნაცისტებმა კი პოლონეთიდან 1939 წელს მოიპარეს.

იან ვერმეერი – კონცერტი

Vermeer-The-concert

ნახატი, რომელზეც მამაკაცი და ქალი არიან აღბეჭდილები, 1990 წელს ბოსტონში იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან მოიპარეს. ის ახლაც დაკარგულად ითვლება.

გუსტავ კლიმტი – ადელ ბლოხ ბაუერ I

portrait-of-adele-bloch-bauer-i-1-jpg-Large

გუსტავ კლიმტის ეს ნამუშევარი იმ ნახატების სიაში შევიდა, რომლებიც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს მოიპარეს.

ედვარდ მუნკი – ყვირილი

u-g-F1-LM0-A0

ეს ლეგენდარული ნახატი 1893- 1910 წლებში იქმნებოდა. ის ოსლოს ეროვნული გალერეიდან 1994 წელს მოიპარეს. პოლიციამ ის იპოვა, თუმცა 2004 წელს ის მუნკის მუზეუმიდანაც მოიპარეს. დაზიანებული ნამუშევარი 2006 წელს იპოვეს.