ჯეიმს ჰეტფილდი ტურნეს ნაცვლად სარეაბილიტაციო ცენტრში მიემგზავრება

283

ჯგუფმა Metallica-მ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ტურნე გადადო, რადგანაც ჯგუფის ფრონტმენმა, ჯეიმს ჰეტფილდმა გადაწყვიტა სამედიცინო ცენტრის დახმარებით ნარკოდამოკიდებულებისგან განიკურნოს.

“ძალიან ვწუხვართ, მაგრამ უნდა შევატყობინოთ ჩვენს ფანატებსა და მეგობრებს, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილი ტური გადაიდო. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ჯეიმსი დიდი ხანია ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას. ახლა მას სამწუხაროდ უწევს დაუბრუნდეს სამკურნალო პროგრამას”, – წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.