მაიკლ ჯექსონს ნიღაბი ყურადღების მისაპყრობად ეკეთა?

371

მაიკლ ჯექსონის დაცვის წევრმა, მეტ ფიდესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მომღერალს ნიღაბი და ცხვირზე სპეციალური პლასტირი ყურადღების მისაპყრობად ეკეთა.

“მან იცოდა, როგორ ემართა ჟურნალისტები და როგორ მიეპყრო ყურადღება. როგორც წესი, მისი ილეთები მუდამ მუშაობდა. ჯექსონს სურდა მსოფლიოში უდიდეს საიდუმლოდ დარჩენილიყო. საკმწუხაროა, რომ ამ ყველაფერმა ცუდი შედეგი გამოიღო. მაიკლი არასოდეს ცხოვრობდა მაკიაჟთ. როდესაც სადმე მიდიოდა, მაშინ იკეთებდა ვარცხნილობას და მაკიაჟს. ის ჭკვიანი იყო. თუ მას პირადად არ იცნობდით, ვერასოდეს გაიგებთ როგორი იყო ის სინამდვილეში”, – აცხადებს ფიდესი.

მეტ ფიდესმა პოპ მუსიკის მეფესთან 10 წელი იმუშავა.