GERA–მ და ბრიტანულმა კომპანიამ Media IP Rights ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულება გააფორმეს

242

საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციამ (GERA) და ბრიტანული კომპანიამ Media IP Rights ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულება გააფორმეს.

საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, ალექსანდრე გვარიშვილის განცხადებით, მიუხედავად ისეთ გიგანტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა, როგორებიც არიან Sony, Warner და Universal, ასოციაცია განაგრძობს თანამშრომლობას სხვა კომპანიებთან თუ სტუდიებთან.

“დღეს მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას კომპანია Media IP Rights–თან. აღნიშნულია კომპანია ფლობს ისეთი მუსიკოსების კატალოგებს, როგორებიც არიან Simply Red, სერხიო მენდესი და ბევრი სხვა. ეს ერთის მხრივ აფართოვებს იმ კატალოგებს, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით მომხმარებლებს და აქედან გამომდინარე მათ ბევრად უფრო მეტ ლეგალურ მუსიკაზე ექნებათ წვდომა, ამასობაში კი ბრიტანელი მუსიკოსების უფლებებიც დაცული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე”, – აცხადებს ალექსანდრე გვარიშვილი.

“2015 წელს GCA-სთან ვთანამშრომლობდი, თუმცა ეს კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა. საქართველოს კულტურის სამინისტროს დავუკავშირდი, თუმცა, სასურველი შედეგი მაინც ვერ მივიღე. კანში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე GERA-ს ბევრმა გაუწია რეკომენდაცია, ამიტომ მე თავად დავუკავშირდი ამ ასოციაციას. მიღებული პასუხებითა და შემდეგ მოლაპარაკების შედეგით კმაყოფილი დავრჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ჩვენ რამდენიმე ასეულ ათას კატალოგს ვფლობთ, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კონტროლი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება”, – განაცხადა კომპანია Merdia IP Rights-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სტივ დანიელმა.