მასშტაბური კონცერტი ხუთ კონტინენტზე ერთდროულად გაიმართება

66

ვარსკვლავების მონაწილეობით მასშტაბური კონცერტი ხუთ კონტინენტზე ერთდროულად 2020 წლის 26 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება 10 საათს გასტანს და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სხვადასხვა ადგილებიდან მონაწილეობას მიიღებენ ალიშა კიზი, ბილი აილიში, სინდი ლოპერი, ედი ვედერი, ჟანელ მონე, მაილი საირუსი, ფარელ უილიამსი, შონ მენდესი, აშერი, ჰიო ჯეკმენი, ოზი ოსბორნი, იდრის ელბა, კეტი ჰოლმსი, რეიჩელ ბროსნაჰანი, ტრევორ ნოა, Coldplay, Metallica, Muse, Red Hot Chili Peppers და სხვები.

კონცერტი გლობალური კამპანიის “Global Goal Live: The Possible Dream” დამასრულებელი მომენტი იქნება. პროექტის მიზანია სიღარიბის, კლიმატის ცვლილების შეჩერება.