ბილი ჯოელის სიმღერების მიხედვით სერიალს გადაიღებენ

814

MGM Television და Universal Music Publishing Group ბილი ჯოელის სიმღერების მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ფილმი, რომელსაც “Scenes From an Italian Restaurant” ერქმევა, მუსიკოსის სიმღერების პერსონაჟებზე მოგვითხრობს.

“ბილი ჯოელი შესანიშნავი მთხრობელია. ეს სერიალი მხოლოდ ბილის ცხოვრებაზე არ გვიამბობს, ის მისი სიმღერების ისტორიას გააცოცხლებს”, – აცხადებს MGM TV–ს ხელმძღვანელი სტივ სტარკი.

პროექტის პროდუსერი და სცენარისტი კევინ ფოქსია.