“სამეფო კარის თამაშების” შესახებ დოკუმენტურ ფილმს ფინალიდან ერთ კვირაში ვიხილავთ

116

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის შესახებ დოკუმენტური ფილმის, „სამეფო კარის თამაშები:  ბოლო შემოვლა“ („Game of Thrones: The Last Watch“)  ჩვენება, HBO-ს ეთერში 2019 წლის 26 მაისს, სერიალის დასკვნით ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ  შედგება.

შეგახსენებთ, რომ ორსაათიანი ფილმი ბრიტანელმა რეჟისორმა, ჯინი ფინლეიმ გადაიღო, რომელმაც არხის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა აუცილებელ მასალაზე „არნახული წვდომა“ მოიპოვა. მაყურებელს ექნება საშუალება ნახოს, როგორც ებრძოდნენ მსახიობები და მთელი გადამღები ჯგუფი უამინდობას, დაძაბულ გრაფიკს და სპოილერების მოპოვების წყურვილით შეპყრობილ ფანატებს.