ბი ბი კინგის “ლუსილი” რეკორდულ თანხად გაიყიდა

476

ბი ბი კინგის პირადი ნივთების გასაყიდი აუქციონი ბევერლი–ჰილზში გაიმართა.

ყველაზე ძვირადღირებული ლოტი, გიტარა სახელად “ლუსილი” –
Gibson ES-345 გახდა, რომელიც კინგს 80 წლის იუბილეზე აჩუქეს. ლოტი 280 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით მყიდველი ანონიმურობას ამჯობინებს.