ქართველი მოდელები Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდნენ

53

ქართველი მოდელები თათია ახალაია და მატილდა გერლიანი, მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდნენ. მოდელებმა ბრენდის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს.

მატილდასთვის მაღალი მოდის პოდიუმზე გამოსვლა, სადებიუტო იყო. რაც შეეხება თათიას, ის უკვე, რამდენიმე წელია მოდის ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს.

გამოცემა Vogue-ის სტატიაში ჩვენება, თავის ფოტოკოლაჟით სრულად არის განხილული. მილანის მოდის კვირეული 19 სექტემბერს Max Mara-ს კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.